გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში აფხაზეთის ომში დაღუპული მალხაზ
ჯავახიშვილი დაკრძალეს.
მალხაზი 30 წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მის
ნეშტს ადგილობრივი მცხოვრებლები სოფლის შესასვლელში დახვდნენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო
მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული
პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.
მათგან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა. 17 მებრძოლს დიღმის
ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით,
სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო
პატივით დაკრძალავენ.