გორში, ქართლის ქუჩაზე, ადგილი, სადაც გარემოვაჭრეები ხილ-ბოსტნეულით
ვაჭრობდნენ, შემოღობეს.
ღამით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა რკინის კონსტრუქციები
აღმართეს.
გარემოვაჭრეებს წერილობითი გაფრთხილებები 6 დეკემბერს დაურიგეს,
თუმცა, როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ დოკუმენტები არ
ჩაუბარებიათ.
გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს, ამ ეტაპზე, ქართლის
ქუჩაზე, სხვა სახის ღონისძიებები არ გაუტარებიათ.