,,ბოლო შეხვედრიდან დღემდე ბორდერიზაციის 5 შემთხვევა დაფიქსირდა" - ერგნეთი
ერგნეთში მორიგი შეხვედრა იმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთიძის
თქმით, წინა შეხვედრიდან დღემდე ბორდერიზაციის 5 შემთხვევა დადასტურდა
- გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ზარდიანთკარსა და
კნოლევში, ასევე 1-ელი ნოემბრიდან დღემდე გატაცების 5 შემთხვევაა.
,შეხვედრის მთავარი თემა გინტურის მკვლელობა იქნება, მკვლელები
იდენტიფიცირებულები არ არიან, რადგან ოქროს მოწმემ ვერ მოახერხა
ამოცნობა"- განაცხადა ირაკლი ანთიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
რაც შეეხება სტატისტიკას, მთელი წლის განმავლობაში, რუსეთის
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ საქართველოს 37
მოქალაქე დააკავეს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 5 ადამიანი.