31 დეკემბერს გორში გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი ,,არა''
გორის მერიის ცნობით, 31 დეკემბერს გორში გალა კონცერტი
გაიმართება.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია მუსიკალური ჯგუფი
,,არა" და ადგილობრივი შემსრულებლები: ემზარ იორამაშვილი, მაია
ბიძინაშვილი, იოსებ დარბაიძე და ვანო მურადელი.
მათთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 38 189 ლარი.