გორში, სტალინის გამზირზე მდებარე მაღაზია ,,დეილიში" ერთი პირი
შეიჭრა. შემთხვევა დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა.
სადღეღამისო მაღაზიაში სრულწლოვანი მამაკაცი ძარცვის მცდელობის მუხლით
დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი თანხას ითხოვდა.
შსს - ს ცნობით, გამოძიება 19,178-ე მუხლით მიმდინარეობს.