ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი - 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე
26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული
იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი,
ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ
ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე
ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის,
ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო
შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.