30 დეკემბერს ხაშურში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო
ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ადგილი: ცენტრალური მოედანი, დიმიტრი ყიფიანის სკვერის
მიმდებარე ტერიტორია.
საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00
14:00 – სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა.
14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი
ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილები, ცხელი
შოკოლადი;
14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: სახის მოხატვა, საახალწლო ნაძვის
ხეების, გირჩების, მისალოცი ბარათების, ორცხობილების მოხატვის
ვორქშოპი.
18:00 – 19:30 – საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: “ალილო“ და ჯგუფი
"რეგიონი". წამყვანი სალომე არშბა.