მიუსაფარ ცხოველთა შიდა ქართლის სააგენტოსთვის თბილი საძილე ლეიბები
დაამზადეს.
აქცია ატელიე სომამ და გორის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა
მოაწყეს. მოსწავლეების პედაგოგია თამარ ჯოლბორდი, ხოლო ატელიე სომას
ხელმძღვანელი - სოფიო ტუაევა.
მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში აცხადებენ, რომ წლევანდელ ზამთარს
სააგენტოში მყოფი ძაღლები ზამთრის ცივ დღეებს თბილ ვოლიერებში
ატარებენ - ხოლო ლეკვები, ავადმყოფი და ნაოპერაციები ძაღლები ზამთრის
სპეციალურ ვოლიერებში არიან განთავსებულები, სადაც იატაკი თბება და
ვოლიერის მთლიან სივრცეში მუდმივად საჭირო ტემპერატურაა
შენარჩუნებული.
რაც შეეხება ღია ვოლიერებში მყოფ ვოილიერებს, ისინი უზრუნველყოფილები
არიან თბილი პლედებითა და სპეციალურად მათთვის დამზადებული
სახლებით.