30 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც კასპში, 2024 წლის 3 იანვარს,
პოლიციის შენობაზე თავდასხვის ბრალდებით დააკავეს, 2-წლიანი პატიმრობა
მიუსაჯეს.
პროკურატურის პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებულთან საპროცესო
შეთანხმება გაფორმდა და სასჯელს წინასწარი პატიმრობის გარეშე
მოიხდის.
პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ
მყოფმა მამაკაცმა, 3 იანვარს ღამით, კასპის პოლიციის შენობას ბოთლი
ესროლა, შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლებს აგინა.
პროკურატურის ცნობით, ბოთლი შენობის კარს მოხვდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის
პირველი ნაწილით მიმდინარეობდა. მამაკაცს თავისუფლების აღკვეთით ვადით
ოთხიდან შვიდ წლამდე ემუქრებოდა, თუმცა ბრალის აღიარებისა და
საპროცესო შეთანხმების გამო, გამოძიება შეწყდა.