გორის სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მანქანა დაგორდა და დედა-შვილს დაეჯახა
გორის სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე მანქანა დაგორდა და ქვეითად
მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა.
დაიღუპა ქვეითად მიმავალი 31 წლის ქალი. მისი მცირეწლოვანი შვილი კი
გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვი თბილისში
გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. გამოძიება გორის პოლიციამ
დაიწყო.