ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია ,,თბილისის დეველოპენტ
გრუპს'' ჯარიმის ოდენობა გაუნახევრეს.
სახელმწიფო ნაცვლად 80.9 ათასი ლარისა, 40.4 ათას ლარს გადაუხდის.
საქმე ეხება ბებნულას არხს, რომლის რეაბილიტაციას კომპანია ,,თბილისი
დეველოპმენტ გრუპი'' ქარელში, სოფელ ბებნისის ტერიტორიაზე,
ახორციელებდა. პროექტის ჯამური ღირებულება 600 ათას ლარს
აღემატებოდა.
რეაბილიტაცია კომპანიამ 112 დღის დაგვიანებით დაასრულა. ყოველი
ვადაგადაცილებული დღისათვის, პირგასამტეხელო 80 900 ლარი დააკისრეს.
ეს თანხა კომპანიას აღარ გადაურიცხეს.
ამის შემდეგ, კომპანიამ სასამართლოს მიმართა და ამ თანხის ანაზღაურება
მოითხოვა.
საქართველოს მელიორაციის იურისტის განცხადებით, ,,თბილისი დეველოპმენტ
გრუპს'' არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა
თებერვალში, მან კი ობიექტის მშენებლობა 5 ივნისს დაასრულა.
,,თბილისი დეველოპმენტ გრუპმა'' აღნიშნა, რომ სამუშაოების დაგვიანება
ობიექტური მიზეზებმა გამოიწვია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთი დიდი ოდენობის ჯარიმა უნდა
განახევრდეს, რადგან მელიორაციის სამსახურს არ გამოუთქვამს პრეტენზია
ხარისხზე და არც იმაზე, რომ სამუშაოების დაგვიანების გამო, ვინმე
დაზარალდა, თუნდაც მოსახლეობა:
,,არსებობს მისი ოდენობის ნახევრამდე შემცირების
ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამ ოდენობით განსაზღვრული
პირგასამტეხლო არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და
პროპორციული ოდენობის. მართალია, მომსახურების ვადა დაირღვა, თუმცა
მელიორაციის სამსახური სასამართლოში საქმის განხილვისას ვალდებულების
შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული რაიმე ზიანის არსებობის
თაობაზე არ უთითებდა. ასევე, პრეტენზია არ გაცხადებულა შესრულებული
სამუშაოს ხარისხთან მიმართებით. შესაბამისად, დგინდება, რომ
მომსახურება შესრულდა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების
შედეგად შემსყიდველს რაიმე ზიანი არ წარმოშობია.'' - აღნიშნა
მოსამართლემ.