ახალი ამბები
ნიქოზთან ახლოს მდინარე ლიახვში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ნიქოზთან ახლოს მდინარე ლიახვში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა'' ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ ცხედარი ცხინვალში დაკარგულ ადამიანს ეკუთვნის.

პოლიციამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ინფორმაცია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს ეგორ კოჩიევს.

"ქართულმა მხარემ მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, გაუჩინარდა თუ არა ადამიანი სამხრეთ ოსეთში. მათ განაცხადეს, რომ მდინარე ლიახვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს", - აღნიშნა კოჩიევმა საინფორმაციო სააგენტო "რესთან" მიცემულ კომენტარში.

მან განმარტა, რომ ინფორმაციის გადამოწმება ხდება რესპუბლიკაში შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით.

ამ დროისთვის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაკარგულად მხოლოდ ერთი ადამიანია - ვადიმ აჯიევი. მამაკაცი მიმდინარე წლის მაისში გაუჩინარდა და ხანგრძლივმა ძებნამ შედეგი არ გამოიღო. ცხინვალში დაკარგულების შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვთ.
Print