ზღუდერში 28 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ძმებს წინასწარი
პატიმრობა შეუფარდეს.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ერთ-ერთი ბრალდებულმა ძმამ, ემზარ მედოშვილმა პროცესზე თქვა: "განზრახ
მკვლელობა არ იყო - აბუჩად ამგდები ქირქილით გამომიყვანა წყობიდან,
ალბათ სტრესმა განაპირობა ეს ყველაფერი, არ მქონდა განზრახული
მკვლელობის ჩადენა".
როგორც მანამდე ვწერდით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში,
ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ძმები მედოშვილები
წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
ამის შესახებ სახაზინო ადვოკატმა მაია გრიგოლოშვილმა განაცხადა. მისი
ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა და ნაცვლად
108-ე მუხლისა, გამოძიება ამჯერად 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
სახაზინო ადვოკატი დაესწრო ბრალის წარდგენას. აღნიშნა, რომ წინასწარი
დაკავების იზოლატორში ბრალდებულებს სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარდათ,
რადგან აღენიშნებათ დაზიანებები.
,,წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, რა მოხდა, როგორ მიიღო დაზიანებები
და სხვა დეტალების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ვისაურებ''- განაცხადა
სახაზინო ადვოკატმა.
მკვლელობა გუშინ მოხდა. დაკავებულები არიან 1968 წელს დაბადებული ე.მ.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული
ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ
ზღუდერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ
მამაკაცს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და
გაგუდეს.
,,სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით
მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.'' - აღნიშნავენ შსს-ში.