ახალი ამბები
ფოთი-თბილისის მატარებელი გორში დაზიანდა
დღეს საღამოს ფოთი-თბილისის მატარებელი გორის სადგურში დაზიანდა. ამის გამო, მგზავრებს რამდენიმე ხნით მოცდა მოუწიათ.

როგორც გორის რკინიგზის სადგურის სალაროს თანამშრომლებმა გვითხრეს, მგზავრები სულ რაღაც 15 წუთი შეაყოვნეს:

,,15 წუთში მოვიდა სხვა მატარებელი და იმას გაყვნენ'' - გვითხრეს სალაროში.

რაც შეეხება დაზიანებულ მატარებელს, ის ცარიელი თბილისში წაიყვანეს.

რატომ დაზიანდა, ამის შესახებ ადგილზე ინფორმაცია არა აქვთ.

მატარებლის დაზიანების შესახებ ფოტო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. ის წერს, რომ ,,აი თბილისი ფოთის მატარებელი გაფუჭდა მგზავრები გორში ჩამოგვსვეს და ეხლა რაღაც თეატრშიც მივყავართ მგონიიიიიი''

ზუსტად ანალოგიურ პერიოდში გორის თეატრის ეზოში ,,ქართული ოცნების'' მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობდა.
Print