ახალი ამბები
ემიგრაციაში წასული უფროსი ლეიტენანტი გორის სასამართლომ 10 000 ლარით დააჯარიმა
აღმოსავლეთის სარდლობის ქვეითი ბრიგადის უფროსი ლეიტენანტი ვ.ბ. სასამართლომ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა. სასამართლომ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქმის გადასინჯვა 2024 წლის 28 ოქტომბერს დაასრულა. ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილების მიხედვით, დაყადებულია აწ უკვე ემიგრანტის ავტომანქანაც. ირკვევა, რომ უფროსი ლეიტენანტი ვ.ბ. ქვეით ბრიგადაში ასეულის მეთაურის მოადგილის პოსტს იკავებდა.

თავდაცვის სამინისტრო 36 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, აქედან 28 ათასი ლარი კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას გულისხმობდა, ხოლო 8 ათასი ლარი, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, დაკისრებულ პირგასამტეხელოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 36 ათასი ლარის დაკისრება არაგონივრული და არაპროპროციული გადაწყვეტილებაა. მან თანხის ოდენობა 10 ათას ლარამდე შეამცირა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ უფროსი ლეიტენანტი ქვეით ბრიგადაში 1 წელი და 10 თვე მსახურობდა. მის მიერ შედგენილ პატაკში წერია, რომ საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლა თავდაცვის სამინისტროდან წასვლის მიზეზი გახდა.

 

Print