საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი
მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.
მას მხარი 224-მა ხმოსანმა დაუჭირა. ბათილად გამოცხადდა ერთი - ადა
მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა.
ახალი სისტემით, პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევდა.
აქედან, 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო, კანდიდატის
ასარჩევად კი 200 ხმოსნის მხარდაჭერა იყო საჭირო.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის
ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული
ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც მეთექვსმეტე დღეა
აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.