22 ივლისს გორში მცხოვრები 29 წლის გიორგი ოქროპირიძე ოჯახის წევრებმა სახლის სარდაფში დაახლოებით 16 საათზე გარდაცვლილი ნახეს. უბედური შემთხვევის თვითმხილველებს ის თოკზე ჩამოკიდებული დახვდათ, სკამი კი – წაქცეული. გიორგი ოქროპირიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები იყო და შვებულებაში იმყოფებოდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო.

გიორგი ოქროპირიძის მამამ გვითხრა, რომ გამოძიებამ გარდაცვლილის პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, კომპიუტერები და სხვა საგნები შესასწავლად წაიღეს. ,,ჩვენს თავზე დატეხილი უბედურების მიზეზი ჩვენთვისას უცნობია, ძალიან მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა, სულ აქ ტრიალებდა, ეფერებოდა შვილებს და პრობლემა პირადულად არაფერი ჰქონდა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ალბათ მიზეზებს” – ამბობს მამა.

გიორგი ოქროპირიძე სახლიდან დილის 10-დან 11 საათამდე გასულა. რამდენიმე საათის დაგვიანების გამო, თავდაპირველად, ოჯახის წევრები მობილურზე დაუკავშირდნენ, თუმცა უშედეგოდ. დღის 4 საათზე შემთხვევით სახლის სარდაფში უკვე გარდაცვლილი ნახეს. ექსპერტის პირველადი დათვალიერებით სიკვდილის ფაქტი რამდენიმე საათის დამდგარი იყო.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი