რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ზემო ქარზმანი - ქართველებით დასახლებული სოფელი დე-ფაქტო რესპუბლიკაში
,,ისეთი განცდა მრჩება, თითქოს მათ ეჭვი ეპარებათ ტერიტორიულ
იდენტობაში" - აღნიშნავს ცხინვალელი ჟურნალისტი იან გაბარაევი,
რომელმაც ,,ტერიტორიულ იდენტობაში" დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკა და მისი საზოგადოება იგულისხმა. მისი აზრით, ჯავის რაიონის
სოფელ ზემო ქარზმანის ქართული სოფლების მოსახლეობა ,,ჩემოდანზე ზის",
აქვთ მინიმალური ინტეგრაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზოგადოებასთან და
თავიანთ სამშობლოში უცხოელებად გრძნობენ თავს.
იან გაბარაევი, სხვა ცხინვალელ ჟურნალისტებთან ერთად, ზემო ქარზმანში იმყოფებოდა. ჟურნალისტებმა პრეს-ტური მოაწყეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქცეული ეს სოფელი საჩხერის რაიონის სოფელ პერევს ემიჯნება. ზემო ქარზმანში მცხოვრები ბავშვები სწავლობენ პერევის სკოლაში.
,,უკვე ერთი თვეა საზღვარი ჩაკეტილია. პროდუქტების საყიდლად ვერ მივდივარ" - განუცხადა გაბარაევს ადგილობრივმა მკვიდრმა ზურაბ ბახტურიძემ. ის მეუღლესთან, ირმასთან და ერთ შვილთან ერთად, ზემო ქარზმანში ცხოვრობს.
ჟურნალისტები წერენ, რომ სასოფლო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია. ისინი სოფელში ტყის გავლით შევიდნენ. აღწერენ ულამაზესი ბუნების პეიზაჟებს, მდინარე ყვირილაზე გამავალ საცალფეხო ხიდს.
,,სოფლის შესასვლელში შეგვხვდა ქალი შვილთან ერთად, რომელმაც კეთილგანწყობილი ტონით ქართულად გვითხრა რაღაც" - აღნიშნავს ჟურნალისტი. მისი თანხლებით, სოფლის სიღრმეში შევიდნენ. ,,ქალი უკან მოგვხედავდა, ხომ არ ჩამოვრჩით. შემდეგ გაგვიღო ჭიშკარი, შეგვიძღვა და თვითონვე დაუხრა" - აღნიშნავს იგი. ირმას სამი ვაჟი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. დედას და მამას ვაჟები თვეზე მეტია არ უნახავთ. 2019 წლის 11 იანვრიდან, ღორის გრიპის ვირუსის გამო, - წერს ჟურნალისტი, - საზღვარი ჩაიკეტა და მიმოსვლა შეწყდაო.
,,ვიდრე ირმა ქართულ არხებს უყურებდა და გადართავდა ერთი არხიდან მეორეზე, მისი მეუღლე ზურაბ ბახტურიძე გვეუბნება, რომ საზღვრის ჩაკეტვის გამო, პრობლემები შეიქმნა" - აღნიშნავს ჟურნალისტი.
ღია კარებიდან გამოჩნდა კიდევ ერთი ადგილობრივი მკვიდრი გელა სოხაძე. ის ბავშვობიდან სოფელ ქარზმანში ცხოვრობს. ხუთი დღეა კბილი სტკივა და დასიებული აქვს. ადგილობრივი ამბულატორიიდან მიღებული ანალგინი ვერ შველის. ცხინვალში სტომატოლოგთან კი, ვერ მიდის:
,,ისეთი სუსტი გული მაქვს, ამ გზაზე ვერ წავალ ცხინვალში" - უთხრა გელა სოხაძემ ჟურნალისტებს. მისი ერთი შვილი ქუთაისში ცხოვრობს, მეორე - მოსკოვში, მესამე კი, - მამასთან ერთად სოფელში. ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
თავის სტატიაში გაბარაევი წერს, რომ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო, ზემო ქარზმანელები პენსიასაც ვერ იღებენ პერევში. ჟურნალიტის ცნობით, ისინი ცხინვალის პენსიას იღებენ, დაახლოებით 2900 რუბლის (116 ლარის) ოდენობით.

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები