რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ვარიანის მეურნეობიდან ვარიანის სკოლამდე მოსწავლეებს ტრანსპორტი არ მოემსახურება - მერია
,,საკითხის საბოლოო გარკვევამდე, ის მოსწავლეები, რომლებიც ვარიანის სკოლაში მეზობელი დასახლებიდან დადიან, სხვადასხვა ტრანსპორტში გადანაწილდნენ" - ამის შესახებ ვარიანის სკოლის დირექტორმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება ვარიანის მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახები ყველაზე მეტად საქაშეთის სკოლასთან ახლოსაა.

qartli.ge წერდა, რომ 30-მდე მოსწავლეს ვარიანის მეურნეობიდან სოფელ ვარიანამდე მისვლა უჭირს, რადგან სამგზავრო ავტობუსი გაუქმდა. მეურნეობაში დასახლებულ მცხოვრებლებს აუხსნეს, რომ უმჯობესია მათმა შვილებმა საქაშეთის სკოლაში ისწავლონ.

ვარიანის მეურნეობის დასახლებიდან საქაშეთის სკოლამდე 2 კმ მანძილზე ნაკლებია. ვარიანის სკოლამდე კი, თითქმი 4 კმ. ვარიანის სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, მეურნეობის დასახლებიდან მათ სკოლაში ზუსტად 24 ბავშვი დადის.

როგორც qartli.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცეტრში განუმარტეს, ვარიანის სკოლის ადმინისტრაციას, შესყიდვების სააგენტომ ტრანსპორტის დაქირავების უფლება არ მისცა:

,,ვარიანის სკოლა თვითონ ყიდულობდა ტრანსპორტის მომსახურებას, რადგან სახელმწიფოსგან დადგენილი კრიტერიუმებით არ ეხება ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამ მომსახურების შესყიდვაზე სკოლას აღარ მისცა თანხმობა, რადგან საცხოვრებელ სახლთან უფრო ახლოს არის საქაშეთის საჯარო სკოლა. მოსწავლეებს კი უნდათ ვარიანის სკოლაში სიარული. მოსწავლეებს სკოლის არჩევის უფლება აქვთ, მაგრამ სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომელ სკოლაში სიარულიც მოუნდება, იმ სკოლამდე მოემსახუროს ტრანსპორტით." - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

qartli.ge-მ გაარკვია, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის შესყიდვის უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს. ჩვენ საკითხის გარკვევის მიზნით გორის მერიას დავუკავშირდით:

,,საკითხი ჩვენს შევისწავლეთ და გაირკვა, რომ ეს 24 მოსწავლე ყველაზე ახლოს ცხოვრობს საქაშეთის სკოლასთან. ამიტომ, გორის მერია ვერ მოემსახურება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ყველაზე ახლოს საქაშეთის სკოლასთან ცხოვრობენ და ვარიანის სკოლაში დადიან. კანონის თანახმად, სასწავლო დაწესებულება მინიმუმ 2 კმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული დასახლებულ პუნქტთან, რომ ტრანსპორტი დაინიშნოს." - აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.