რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
თეძამისა და ტანას ხეობებს დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭება
ფოტოზე: სოფელი რკონი, საორბისის ქედიდან, ავტორი ნიკო ჯავახიშვილი

შიდა ქართლში, მდინარეების, თეძამისა და ტანას ხეობებს დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ კანონპროექტს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ამზადებს.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორივე ხეობაში, დაცული ტერიტორიები კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით, განისაზღვრება.

,,კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წელს წარედგინება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა" - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.

დაცულ ტერიტორიებში შედის: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი და აღკვეთილის ტერიტორიები. ისინი მხოლოდ  მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა.

საქართველოს კანონის ,,დაცული ტერიტორიების შესახებ" დაუშვებელია:

ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა.

ბუნების ძეგლის მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა, მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის.

ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ, ვიზიტორთა და ტრადიციული გამოყენების ზონებში, აგრეთვე აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობისთვის, ამავე გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექტ ურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშულების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 49 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით.

დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტის (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.