რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
გორის მერია: ,,კომპანიის დირექტორი აღარ გვეკონტაქტება"
გორში, აბრამიშვილის ქუჩაზე, კედლის გამაგრებითი სამუშაოები 55%-ით შესრულდა. ამის შესახებ დასკვნა გორის მერიამ ოფიციალურად გამოაქვეყნა. 

დოკუმენტის მიხედვით, კედლის გამაგრებითი სამუშაოები 2019 წლის 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მერიის ზედამხედველობის სამსახური კომპანიის დირექტორის ძებნას 2019 წლის ნოემბრამდე ცდილობდა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 17 მაისს, სატენდერო კომისიამ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინდა შპს „დასე“. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 20 339 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2019 წლის 31 ივლისი.

მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, მიმწოდებელმა შეასრულა 11 269,63 ლარის ღირებულების ვალდებულებები (ხელშეკრულების ღირებულების 55%).

,,სამუშაოს დასრულებამდე 4 დღით ადრე, ვნახეთ, რომ ვალდებულებები შესრულებული იყო არასრულად და მიმწოდებელი არ გადიოდა შემსყიდველ ორგანიზაციასთან კონტაქტზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა." - აღნიშნავენ მერიაში.

qartli.ge შეეცადა კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირებას, თუმცა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.