რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხაშურის მერის დავალება არ შეასრულეს - კომპანიამ 20 სკოლის ნაცვლად 3 სკოლის მდგომარეობა შეისწავლა
ხაშურის მერიის მიერ დაგეგმილი მასშტაბური პროექტის განხორციელება 2020 წლისთვის საფრთხის ქვეშაა. მერია 1 სექტემბრამდე 20 სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. თუმცა, ამ სკოლების მდგომარეობის შესახებ დოკუმენტები არ შეუდგინეს.

2019 წლის ოქტომბერში კომპანია ,,ფროჯექთ გრუფს", ოცი სკოლის შესახებ, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების წარმოება დაავალეს. ,,ფროჯექთ გრუპმა" ოცი სკოლის ნაცვლად, მერიას მხოლოდ სამი სკოლის პროექტი წარუდგინა, ისიც არასრულყოფილი.

ხაშურის მერია არც ამ სამი სკოლის პროექტს ენდობა და მის შესწავლაზე უარი განაცხადა. კომპანია ,,ფროჯექთ გრუფს" 20 სკოლის სარეაბილიტაციო პროექტების შედგენა 2020 წლის 24 იანვარს უნდა დაესრულებინა. თუმცა, როგორც ხაშურის მერიაში აცხადებენ, პრევენციის მიზნით, კომპანია, ერთი თვით ადრე, 2019 წლის დეკემბერში ჩამოაშორეს საქმე.

,,იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კომპანია ხელშეკრულების მოქმედების ვადაშიც ვერ შეასრულებდა ვალდებულებებს, რაც საფრთხეს უქმნიდა 2020 წლის სასწავლო პროცესის დაწყებას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ხელშეკრულების შეწყვეტა." - აცხადებენ ხაშურის მერიაში.

კომპანია ,,ფროჯექთ გრუპმა" ტენდერში 2019 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. მან ტენდერში გამარჯვების მიზნით 38 ათასი ლარის ნაცვლად დაახლოებით 31 ათასი ლარი მიუთითა.

მის მოვალეობაში შედიოდა სკოლებში არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალის; საპროექტო მუშა ნახაზების, საჭიროების შემთხვევაში ელ. მომარაგების ქსელის; ცენტრალური გათბობის სქემების, ვინტილაციის სქემების, სამუშაოთა მოცულობების და ა.შ. დეტალების მომზადება.

საპროექტო ორგანიზაცია ბათუმშია რეგისტრირებული. მან ხაშურის მერიას სარეკომენდაციო წერილები გაუგზავნა, რომლის მიხედვით ოზურგეთის, თიანეთის, ვანისა და სხვა ქალაქების მერიები მისი მუშაობით კმაყოფილები იყვნენ.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.