რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
შიდა ქართლში ატენისა და ფლევის მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის ფერმერებსა და რეგისტრირებულ კოოპერატივებს მცირე საგრანტო ინვესტიციებს სთავაზობენ. კონკურსი დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADჩ) ფინანსური მხარდაჭერით გამოაცხადა

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას. თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. გრანტი აფინანსებს საინვესტიციო ბიუჯეტის 75%-ს; დარჩენილი 25% ბენეფიციარის მხრიდან უნდა დაიფაროს, ფულადი ან შრომითი კონტრიბუციის სახით.

კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია 30 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს - შიდა ქართლის რეგიონული სამსახური, ლევან მუმლაძე, 577 080 500.

საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე: 595 093 749.

აღნიშნული საგრანტო კონკურსი ავსტრიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და FAO-ს მიერ განხორციელებული "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის" ერთ-ერთი მიმართულებაა.

პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, სურსათის წარმოების გაზრდის და სოფლად სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შემცირების ხელშეწყობას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ თემებში ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლების გადამზადებას და ადგილობრივთათვის გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების გაცნობას, რაც მდგრადი ეკოსისტემების ჩამოყალიბებას და გარემოზე მინიმალური ზიანის მიყენებას ითვალისწინებს

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.