რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კასპის საკრებულოში ჟურნალისტებს ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს - COVID 19
2020 წლის 5 მაისს კასპის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა. დაცვის წევრებმა მედიის წარმომადგენლები შენობა არ შეუშვა.

დაცვის წევრების თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საჭიროა ჯანმრთებლობის ცნობის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ ჟურნალისტებს კორონავირუსი არ აღენიშნებათ.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ნუგზარ ნონიაშვილის მცდელობა, ჟურნალისტებს შენობაში შესასვლელად დახმარებოდა, უშედეგოდ დასრულდა.

Qარტლი.გე დაუკავშირდა საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით ლეონიძეს. მისი თქმით, მსგავსი ბრძანება ხელმძღვანელობის მხრიდან არ გაცემულა:

,,როგორც ჩანს, ეს იყო ზედმეტი სიფრთხილისა და თვითშემოქმედების შედეგი. როგორც ცნობილია, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიაა და, შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თანამშრომლები და ჩვენ დისტანციურ რეჟიმში ვიმუშაოთ. შენობაში სულ ორი ადამიანი ვიყავით. დაცვის წევრები გაფრთხილებულები არიან, რომ პირბადის ა და დამცავი საშუალების გარეშე, შენობაში არავინ შემოეშვათ. მე როგორც მითხრეს, ჟურნალისტების ნაწილი პირბადის გარეშე შემოდიოდნენ. რაც შეეხება განცხადებას ცნობის თაობაზე, ამაზე ჩვენც გაოცებული ვართ, რატომ უთხრეს, ვერ ვხდები" - ამბობს დავით ლეონიძე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ჯავახიშვილისთვის საერთოდ არაა ცნობილი, რომ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს:

,,თქვენამდეც დამირეკა ერთმა გოგონამ და მკითხა, რა ცნობაა საჭიროო?. მე ეს ამბავი პირველად მესმის. მსგავსი დავალება ჩვენ არ გაგვიცია, წარმოადგენა არ მაქვს ამ ამბის შესახებ" - აცხადებს ზურაბ ჯავახიშვილი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

ნუგზარ ნონიაშვილი თვლის, რომ გუშინდელი ფაქტი საკრებულოს სხდომის დახურვას ემსახურებოდა.

,,მე საკრებულოს წინაშე გარკვეული წინადადებებით ვაპირებდი წარდგენას. პირველ რიგში, ის საკითხია სადავო, რაც ახლა გააკეთეს. სოფლის რწმუნებულები და მათი სპეციალისტები გადაიყვანეს შტატში, ისინი ამ დრომდე ხელშეკრულების საფუძველზე იყვნენ აყვანილები. ფაქტობრივად, 48 ადამიანის ხელშეკრულება გააუქმეს და გადაიყვანეს შტატში, ანუ შტატები დაამატეს მერიაში. რაც შეეხება ხელშეკრულებებს, ვხედავთ, რომ ის კვოტა გამოთავისუფლდა, რაც მერიას ხელშეკრულებებით აყვანილ პირებთან დაკავშირებით ჰქონდა. საარჩევნოდ ისინი ამ გამოთავისუფლებულ კვოტას აქტივისტების დასასაქმებლად შეავსებენ" - განაცხადა ნუგზარ ნონიაშვილმა.

,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს ასევე სურდა გაეჟღერებინა სხდომაზე ის საკითხი, რომ საბავშვო ბაღებში გამოთავისუფლებული თანხები მშობლებისთვის ვაუჩერების დასარიგებლად გამოიყენონ:

,,კორონავირუსის გამო, ვხედავთ, რომ საბავშვო ბაღები არ მუშაობენ. არ იხარჯება, დენი, გაზი, გამოთავისუფლებულია საკმაოდ დიდი თანხა. ამიტომ, ჩემი წინადადებაა, რომ ეს თანხა გათვალისწინებულ იქნეს ვაუჩერებზე. მშობელი ამ ვაუჩერით მივა მაღაზიაში და რაც სურს, იმას წამოიღებს. ახლა როგორ ხდება იცით? მერია მისთვის სასურველ კომპანიას ურიცხავს თანხას და მოსახლეობამდე ისეთი პროდუქტები რიგდება, კაცმა არ იცის, რა ფასად, შეიძლება არც ჭირდებოდეს" - განმარტა ნუგზარ ნონიაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.