რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჩინეთში შეკვეთილი საკონცერტო სცენა კასპის მერიას არ ჩამოუტანეს
ლევან პაპიაშვილი კასპის მერიას ვერ არწმუნებს იმაში, რომ ჩინეთიდან
სცენა კორონავირუსის გამო ვერ ჩამოაქვს. პაპიაშვილი კომპანია
,,გლობალური სერვისებისა და კონსულტაციების ჯგუფის" თავმჯდომარეა.
კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ სცენას 2020 წლის 22 იანვარს კასპის მერიის კულტურისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელს ჩააბარებდა, თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, სცენის ჩამოტანაში კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი.
კასპის მერიასა და ლევან პაპიაშვილს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საკონცერტო სცენა ჩინეთის ქალაქ ვუხიში რეგისტირებულ კომპანია ,,Wuxi New Force Metal Products"-ისგან უნდა შეეძინა. საკონცერტო სცენის პარამეტრებია 12 და 10 მეტრი თავის გადახურვით.
სცენის შესასყიდად ხელშეკრულება 2019 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა. კულტურისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელი, თეა ხორბალაძე აცხადებს, რომ 2019 წლის დეკემბერში, ხელშეკრულების პირობები დაზუსტდა, ხოლო სცენის ჩამოსატანად კომპანიას 90-დღიანი ვადა მისცეს. 90-დღიანი ვადა 2020 წლის 31 მარტს გავიდა.
ჩინეთში კორონავირუსის პირველი ნიშნები 2019 წლის ნოემბერში გაჩნდა, თუმცა ახალი კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად მოგვიანებით იქნა აღიარებული.
2020 წლის 9 თებერვალს, ლევან პაპიაშვილმა კასპის მერიას აცნობა, რომ ჩინურ კომპანიას საკონცერტო სცენა 2019 წლის ოქტომბერში დაუკვეთა, რომელიც დამზადდა და საზღვაო კონტეინერის მეშვეობით 2020 წლის იანვარში გამოიგზავნა საქართველოში.
,,პროდუქციის სატრანზიტო პერიოდი დაემთხვა ჩინეთში განვითარებულ მოვლენებს (კორონავირუსი), ასევე ორიგინალი კონოსამენტების ადგილზე მიღება ვერ მოხერხდა, რის შესაბამისადაც ვერ მოხდა ორიგინალი დოკუმენტების პორტში წარდგენა, რამაც გაართულა საქონლის მიღებისა და განბაჟების პროცესი. მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, მზად ვართ წარმოგიდგინოთ საქართველოში რამდენჯერმე გამოყენებული ალტერნატიული საკონცერტო სცენა 2020 წლის 28 თებერვლამდე."- სწერს ლევან პაპიაშვილი მერიას. კასპის მერიამ მეორად სცენაზე უარი თქვა.
ამის შემდეგ, 2020 წლის 14 თებერვალს, ლევან პაპიაშვილმა ითხოვა დამატებით 60 დღე. 2020 წლის 24 თებერვალს ვადა კიდევ უფრო გადასწია და 80 დღე ითხოვა.
კულტურის სამსახურის უფროსმა კომპანიას წერილობით 2020 წლის 12 მარტს უპასუხა: ,,იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან გასულია 5 თვე და ხელშეკრულების მოქმედების ვადა ჯერ კიდევ არაა გასული, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საქონლის მიწოდების ვადის გაგრძელება."
2020 წლის 2 აპრილს კასპის მერიამ კომპანიას პირგასამტეხელო დააკისრა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სცენასთან ერთად ლევან პაპიაშვილს ჯარიმის ოდენობა ეზრდებოდა. თუმცა 2020 წლის ზაფხულამდე არც სცენა გამოჩნდა და არც პირგასამტეხელოს იხდიდა. საბოლოოდ, კასპის მერიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა და ლევან პაპიაშვილი შავ სიაში შეიყვანა. კასპის მერიას პროკურატურისთვის ჯერ არ მიუმართავს.
ფოტოზე: კომპანია ,,Wuxi New Force Metal Products"-ის ვებ-გვერდზე გამოტანილი გასაყიდი სცენა

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები