რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის საჯარიმო ავტოსადგომზე ნაგვის მანქანის დგომის გამო ბიუჯეტიდან 2000 ლარია გადასახდელი
გორის საჯარიმო ავტოსადგომზე, მერიის კუთვნილი ნაგვის მანქანის დგომის ღირებულება 2000 ლარამდე გაიზარდა. ამ თანხას ბიუჯეტიდან გადაიხდიან. კერძო ავტოსადგომზე ნაგვის მანქანა 190 დღე იყო დაყენებული.

კეთილმოწყობის სააგენტოს უფროსი ბაჩანა გვიანიშვილი ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს ბიუჯეტი 3 მლნ ლარს აღწევს, 2 ათასი ლარის გადახდა არ ჭირს.

მისი თქმით, საჯარიმო თანხის გადახდა არ მოხდება სხვა მუხლების შემცირების ხარჯზე. კეთილმოწყობის სააგენტოს აფინანსებს მერია.

,,გარდა იმისა, რომ ჩვენ ბიუჯეტიდან ვფინანსდებით, გვაქვს ასევე კერძო მომსახურებები. ნარჩენების გატანაში ვემსახურებით კერძო კომპანიებსაც, რის სანაცვლოდ თანხას იხდიან. მაგალითად, გასულ წელს, ლამის 200 000 ლარი მივიღე დამატებითი შემოსავალი. შესაბამისად, ავტოსადგომზე დგომისთვის გადასახდელი თანხა არც ერთ თანამშრომელს ან რაიმე სხვა მუხლს მოაკლდება,'' - აღნიშნავს გვიანიშვილი.

ბაჩა გვიანიშვილი იმასაც განმარტავს, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ფასი გაიზარდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგან ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, ავტოსადგომიდან მანქანის გამოსაყვანად გამომძიებლის ნებართვა იყო საჭირო:

,,როცა დამთავრდა გამოძიება, მაშინ გამოვიყვანეთ, აბა რა გვექნა?" - განაცხადა ბაჩანა გვიანიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებთან ან საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით, დალუქული ავტომანქანები იძულების წესით, გორი-სიტის ავტოსადგომზე მიყავთ. დგომის გადასახადს კი მოქალაქეები იხდიან.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.