რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კომპანია ,,ბიენდბი" გორის მერიის სატენდერო კომისიას კანონის დაცვისკენ მოუწოდებს
კომპანია ,,ბ&ბ"-ს წარმომადგენელი ბერდია ბანძელაძე გორის მერიას
კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საჩივარი შესყიდვების
სააგენტოში წარადგინა.
იგი შესყიდვების სააგენტოს სთხოვს, რომ გორის მერიის სატენდერო კომისიამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს: ,,გთხოვთ, მიუთითოთ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიას მის არასწორ ქმედებაზე'' - აღნიშნავს ბანძელაძე.
კომპანია ,,ბ&ბ'' დისკვალიფიკაცია მისცეს იმის გამო, რომ სოფელ ქიწნისში, სასმელი წყლის პროექტის განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერში გეგმა-გრაფიკის მონაცემები არასრულყოფილად წარადგინა.
გორის სატენდერო კომისია დაეყრდნო ამავე კომისიის წევრის, ტარიელ მეტრეველის მოსაზრებას, რომლის მიხედვით, კომპანია ,,ბ&ბ"-ს მონაცემები დაუზუსტებელია.
გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ის სატენდერო კომისიის საქმიანობაში არ ერევა და არც წევრია, ხოლო პასუხის მისაღებად ყოველთვის მის თავმჯდომარეს უნდა მივმართოთ. კომისიას მისი პირველი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი ხელმღვანელობს.
ცნობისათვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში 1,7 მლნ ლარის პროექტის განხორციელება იგეგმება.
ამჯერად, გორის მერიის სატენდერო კომისია ,,გაზტექმშენის'' მიერ შეთავაზებულ წინადებებს იხილავს.

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები