ახალი ამბები
გურიის რეგიონში დამეწყრილ ზონაში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს. მათ შორის ორი მოზარდის. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე.

შსს აღნიშნავს, რომ გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის მუნიციპალიტეტის მრავალი სოფელი დაზარალდა. ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები