ახალი ამბები
მოსავალი შიდა ქართლში - ფასები
შიდა ქართლში მცხოვრები მოქალაქეები აქვეყნებენ ფოტოებს საკუთარ ნაკვეთებში მოყვანილი მოსავლის შესახებ.

უთითებენ ფასებსაც, რომელიც საკმაოდ მისაღებია.

მაგალითად, საკმაოდ დიდი რაოდენობით გოგრა მოიყვანა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მცხოვრებმა გოგინაშვილების ოჯახმა. ოჯახის წევრის ცნობით, ერთი ცალი გოგრის ფასი 1 ლარია.



,,ნაქარი'' - იგივე არასტანტარტული ვაშლის ფასად იყიდება ვაშლი სოფელ კეხიჯვრაში. ლომიტაშვილების ოჯახის ცნობით, ერთი ყუთი ვაშლი მყიდველს შეუძლია წაიღოს 10 ლარად.

ოჯახის წევრბის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, ვაშლი ასე გამოიყურება.



"პიკასოს" ჯიშის სუპერი კარტოფილი მოიყვანეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში. ერთი კგ კარტოფილის ფასი 1.20 ლარია.




იმავე სოფელ ხოვლეში, ერთ-ერთმა მცხოვრებმა ზაფხულის ბოლოს მოქალაქეებს შესთავაზა, რომ შეეძინათ ურწყავ მიწაზე და სასუქის გარეშე მოყვანილი ხახვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხახვი მთელი ზამთრის განმავლობაში გაძლებს და არ დალპება.

ხახვის მომყვანი ერთ ტომარას ყიდიდა 45 ლარად, თითო ტომარაში 32 კგ ჩადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1 კგ ხახვი ადგილზე 1.40 ლარი ღირს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები