გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის მოსახლეობის მოთხოვნის გამო,
კომპანია ,,ჩაგელამ'' დამატებით 21 ათასი ლარი დახარჯა იმისათვის, რომ
ეზოების შესასვლელები მოასფალტებულიყო.
ამის შესახებ კომპანიის დირექტორის მიერ გაგზავნილ წერილშია
აღნიშნული, რომელიც გორის მერიას გაუგზავნეს.
მოსახლეობამ აღნიშნა, რომ გზის მოასფალტების პროგრამაში არ იყო
გათვალისწინებული შესასვლელები და სხვა მიერთებები, რაც საკაოდ დიდ
პრობლემას შექმნიდა. რატომ არ იყო გათვალისწინებული პროექტით
აღნიშნული სამუშაოები, ეს ამ ეტაპზე უცნობია.
კომპანიის დირექტორის ლევან ჩაგელიშვილის განცხადებით, კორექტირებამ
არ გამოიწვევს სახელშეკრულებო თანხის ცვლილება.
,,გაუთვალისწინებელი სამუშაოები სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით
შეადგენს 3%-ის თანხის ოდენობით. ჯამში 21022,71 ლარი, რისი ათვისებაც
აღნიშნული ცვლილებით მთლიანად არის შესაძლებელი.'' - აღნიშნავს
წერილში კომპანიის დირექტორი.
ახალდაბის გზის რეაბილიტაცია ჯამში 825 355 ლარი დაჯდა. ობიექტი გორის
მერიას 2023 წლის 31 აგვისტოს ჩაბარდა.
სტატიის გამოყენების პირობები