ახალი ამბები
15:00 სთ-ის მონაცემებით გორი-კასპის ოლქში აქტივობა 11%-ია
ცესკოს მონაცემებით, გორი-კასპის ოლქში მიმდინარე შუალედურ და ამავე დროს ელექტრონულ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობ 11%-ია.

როგორც ცესკოდან გვაცნობეს, უბნებზე 15 საათის მონაცემებით 14704 ამომრჩეველი მივიდა.

გორი-კასპის მაჟოტიტარულ ოლქში ჯამში 134 066 ამომრჩველია რეგისტრირებული.

დღეს გორისა და კასპის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მანდატზე უარი თქვა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ამომრჩრველი ხმას ორ კანდიდატს - ქართული ოცნებიდან გიორგი სოსიაშვილს და სოციალური სამართლიანიბისთვის წარმომადგენელს მამუკა ტუსკაძეს აძლევს.

ოლქის საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისათვოს უბნებზე მშვიდი ვითარებაა და არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გორის მუნიციპალიტეტში 68 უბანი გაიხსნა დილით ზუსტად 8 საათზე, კასპში კი - 39. უბნების გარკვეულ ნაწილზე ხმის მიცემა ელექტრონული წესით მიმდინარეობს.

არჩევნებს საია აკვირდება. მათი განცხადებით, ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად ელექტრონულად ჩატარდება, საიას სადამკვირვებლო მისიის მიზანია, გამოავლინოს ის ხარვეზები, რომელმაც შესაძლოა არჩევნების გამართულად ჩატარებაზე იქონიოს გავლენა.

,,საგულისხმოა, რომ არჩევნების დღეს ისევ შეიმიჩნევა კოორდინატორების მობილიეზება საარჩევნო უბნებთან, რაც საიას პოზიციით, მანკიერი პრაქტიკაა.''- აღნიშნულია საიას განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები