გორი-კასპის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი სოსიაშვილი
აირჩიეს.
97 უბნიდან 71 უბანზე არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
97-ივე უბნის მონაცემების მიხედვით, გიორგი სოსიაშვილმა ხმების 93.7%
დააგროვა. მას ხმა მისცა 23 523 ამომრჩეველმა.
რაც შეეხება აქტივობას, ცესკოს მიხედვით, ოლქში, სადაც 134 066
ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 25 627-მა
მოქალაქემ, რაც რაც საერთო ამომრჩევლის 19%-ია.
შუალედურ არჩევნებზე გიორგი სოსიაშვილის კონკურენტი იყო სოციალური
სამართლიანობისთვის წარმომადგენელი მამუკა ტუსკაძე.
გორის მუნიციპალიტეტში 68 უბანი გაიხსნა დილით ზუსტად 8 საათზე,
კასპში კი - 39.
არჩევნებს საია აკვირდებოდა. მათი განცხადებით, ვინაიდან 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნები სრულად ელექტრონულად ჩატარდება, საიას
სადამკვირვებლო მისიის მიზანი იყო, გამოევლინა ის ხარვეზები, რომელმაც
შესაძლოა არჩევნების გამართულად ჩატარებაზე იქონიოს გავლენა.
,,საგულისხმოა, რომ არჩევნების დღეს ისევ შეიმიჩნევა კოორდინატორების
მობილიეზება საარჩევნო უბნებთან, რაც მანკიერი პრაქტიკაა.''-
აღნიშნულია საიას განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები