ახალი ამბები
,,ვისმენთ მათ მოსაზრებებს'' - გახარიას გუნდის წევრები შიდა ქართლში ფერმერებს ხვდებიან
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები შიდა ქართლში ფერმერებს ხვდებიან.

მოძრაობის წარმომადგენლის, შალვა კერესელიძის განცხადებით, ისინი ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ისმენენ იმ მოსაზრებებს, თუ როგორც ესახებათ მოგვარების გზები.

შიდა ქართლის ბაღებში მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს.

,,ადგილობრივი ფერმერების მოსაზრებები მოვისმინეთ გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში. რა გამოწვევები და სირთულეები ახლავს მათ შრომატევად საქმიანობას და როგორ ესახებათ პრობლემების მოგვარების გზები. ამასთან, გავაცანით პარტია ,,საქართველოსთვის" ხედვა, თუ როგორი პოლიტიკა აქვს ჩვენს გუნდს შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების და ფერმერებისთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზების კუთხით.'' - აღნიშნავს შალვა კერელესიძე.

ფერმერებთან შეხვედრას გორის საკრებულოს წევრებიც, მაია ბოლაშვილი, მამუკა ფანიაშვილი და მერაბ გოხელაშვილიც ესწრებოდნენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები