ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტრომ თირის მონასტერზე მიშენებული ბეტონის კიბის დემონტაჟი მოითხოვა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ თირის მონასტერზე მიშენებული ბეტონის კიბის დემონტაჟი მოითხოვა.

როგორც მინისტრმა რადა ძაგოევამ განაცხადა — მან 3 ნოემბერს ოფიციალური განცხადებით მიმართა ცხინვალის რაიონის გამგებელს, ინალ ბაზზაევსა და ალანიის ეპარქიას, სადაც მოითხოვდა მე-16 საუკუნით დათარიღებული სამრეკლოდან, რომელიც თირის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს, უკანონოდ მიშენებული ბეტონის კიბე მოეშალათ.

ძაგოევას თქმით — ძეგლთადაცვის დეპარტამენტი პროკურატურის მეშვეობით უკვე ესაუბრა ეპარქიის წარმომადგენლებს.

"მათ ეს ფაქტი ახსნეს იმით, რომ ეკლესიები ნგრევის პირასაა და საჭიროებს რესტავრაციას. გასაგებია ეს, მაგრამ სამწუხაროდ ძეგლების რესტავრაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსები სამინისტროს არ გააჩნია. ამიტომ აჯობებს რაც გვაქვს, მათ მაინც ნუ დავუმახინჯებთ იერსახეს" — აღნიშნა ძაგოევამ.


ამავე თემაზე

თირის მონასტრის სამრეკლოზე ბეტონის კიბე მიაშენეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები