,,სახელმწიფოებრიობაზე უხეში თავდასხმა'' - სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება კირბალში რუსი სამხედროების მიერ ადგილობრივი მკვიდრის მკვლელობის ფაქტს
"ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო
დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.'' - ამის შესახებ
ოფიციალურ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს.
მისი თქმით, კირბალში მომხდარი ფაქტი სახელმწიფოებრიობაზე უხეში
თავდასხმაა:
,,ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს
"ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო
თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად
და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას" - წერს საქართველოს
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
დღეს 6 ნოემბერში კირბალში ლომისის სალოცავში რუსეთის სამხედროებმა
ორი მოქალაქის დაკავება სცადეს. ერთი მათგანი სროლისას დაიღუპა, მეორე
კი ცხინვალში გადაიყვანეს,.
სტატიის გამოყენების პირობები