,,ჩემი შვილი ეკლესიიდან გაიტაცეს რუსებმა. სოფლიდან დაინახეს, რომ
ფეხით მიჰყავდათ, 7 კმ უნდა გაევლოთ'' - ამბობს იური დოთიაშვილი,
რომელიც ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილის მამაა.
მისი თქმით, გუშინ, 112-ზე რუსმა სამხედროებმა სწორედ ლევანის
დაარეკინეს თამაზის ტელეფონით, მოხედეთ დაჭრილსო.
იური დოთიაშვილი ვარაუდობს, რომ თუკი დროულად მოხდებოდა რეაგირება,
თამაზ გინტურისთვის შესაძლოა ეშველეათ:
,,გავრბოდი მანქანისკენ, მაგრამ დამიჭირეს, არ გამიშვეს. წამოვიყვანდი
იმ მანქანით დაჭრილს და იქნებ გადარჩენილიყო. თამაზი იყო ჩემი კლასელი
და მეგობარი.'' - ამბობს იური დოთიაშვილი.
6 ნოემბერს, კირბალის სიახლოვეს, ლომისის ეკლესიასთან რუსმა
სამხედროებმა ორი ადამიანის დაკავება სცადეს, ერთი მოკლეს, მეორე კი,
- ცხინვალში გადაიყვანეს.
როგორც გუშინ ერგნეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა
განაცხადეს, ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია. ის არც დაჭრილია და არც რაიმე დაზიანება მიუღია -
განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი
ანთიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება თამაზ გინტურს, მისი ცხედარი კირბალში უკვე გადაასვენეს.
ახლობლების განცხადებით, გინტურს სამი ტყვია ბეჭებში აქვს მოხვედრილი.
მანქანა კი დაცხრიულილია უკანა მხარეს.
სტატიის გამოყენების პირობები