ახალი ამბები
გორში გოგებაშვილის პარალელურ სანაპიროზე გზა გაკეთდება
გორში, წმინდაწყლის უბანში, ახალი გზა გაკეთდება, რომელიც ცხინვალის გამზირის პარალელური ქუჩა იქნება.

ამის თაობაზე, გორის მერიამ დაახლოებით 2 მლნ ლარი გამოყო და ტენდერიც გამოცხადდა.

ახალი გზა გაკეთდება მდინარე მეჯუდის გასწვრივ, რომელიც გოგებაშვილის პარალელურ სანაპიროს წარმოადგენს.

ქ. გორში გოგებაშვილის პარალელური სანაპირო, პუშკინი-ცხინვალის მაგისტრალის დამაკავშირებელი გზის საერთო სიგრძე 1033 მეტრს შეადგენს.

,,აღსანიშნავია, რომ საველე-საკვლევი სამუშაოების შესრულებისას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული იქნა მათი რეკომენდაციები საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებისას.'' - აღნიშნულიას აპროექტო განაცხადში.

ტენდერი 29 დეკემბერს გამოცხადდა და 2024 წლის 18 იანვარს დასრულდება.

იხ. ნახაზი, სადაც ახალი გზა გაკეთდება

XX

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები