ახალი ამბები
კომპანიამ ვადის გადაწევა მეექვსედ მოითხოვა - დიდი მეჯვრისხევის სკოლის რეაბილიტაცია 3 წლის წინ დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მეჯვრისხევში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ დაუსრულებელია. სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

,,ქართლის ამბები'' 2024 წლის თებერვალში წერდა, რომ კომპანიამ ვადის გადაწევა 5-ჯერ მოითხოვა, საბოლოო ვადად განსაზღვრული იყო 24 თებერვალი.

თუმცა, კომპანია ,,სქაი ჰაუსმა'' 2024 წლის 29 თებერვალს მოითხოვა ვადის გადაწევა 15 მარტამდე.

განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა ვადის კიდევ ერთხელ გადაწევაზე თახმობა მისცა.

ამავე თემაზე:

5 მიზეზი, თუ რატომ გრძელდება 3 წელი დიდ მეჯვრისხევში სკოლის რეაბილიტაცია

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები