ახალი ამბები
კომაროვის სკოლის ორი მოსწავლე აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში უფასოდ ისწავლის
კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ.

დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება აირჩია.

MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.

MIT-ში სწავლის გადასახადი 300000$-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ყოველწლიურად MIT-ში კომაროვის სკოლის ერთი ან ორი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას. დავითი და თამარი MIT-ში ჩარიცხული მე-12 და მე-13 კომაროველები არიან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები