გორში 26 მაისის ღონისძიების ჩასატარებლად 401 182 ლარი დაიხარჯა
გორში 26 მაისის ღონისძიების ჩასატარებლად 401 182 ლარი დაიხარჯა.
ამისათვის თანხა მთავრობამ გამოყო.
ქალაქის ცენტრალურ მოედანს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებიც
ესტუმრნენ.
,,ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, საქართველოს
დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე შექმნილ ისტორიულ ინსტალაციებთან
ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ
წარმოდგენილ საინფორმაციო და საგამოფენო სტენდებს, ასევე, საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას, აღჭურვილობას და
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის
არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობა იმართება,
მოწყობილია სხვადასხვა გასართობი სივრცე. დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი
„112“-ის მიერ შიდა ქართლის მხარეში მცხოვრები მოქალაქეები
დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა
გამოიჩინეს და სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს.'' - აღნიშნულია
სამინისტროს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები