პარლამენტში თითქმის შვიდი საათია მიმდინარეობდა სხდომა, სადაც
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის
მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ.
საბოლოოდ, პარლამენტმა ვეტო დაძლია და ,,რუსული კანონი'' მიიღო.
40 დღეზე მეტია საქართველოში "აგენტების კანონის" წინააღმდეგ
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა
მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
3 აპრილს "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახალ
ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ,
"ქართულმა ოცნებამ", ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, 14 მაისს მას
მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
სტატიის გამოყენების პირობები