გორის ,,დილა'', კრისტალბეთის ეროვნულ ლიგაზე, მომდევნო 2 საშინაო
მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო.
,,დილას'' ადმინისტრაციის ცნობით, მაყურებლების გარეშე ჩატარდება 2
ივნისს ფოთის ,,კოლხეთთან" და 3 აგვისტოს ,,გაგრასთან" დაგეგმილი
შეხვედრები.
,,აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, თბილისის ,,დინამოსთან"
მატჩისას, გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან, ტრიბუნაზე
არასათანადო ქცევა გახდა.'' - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.
უფრო კონკრეტულად, ცნობილია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნებიდან
გულშემატკივრებმა ბოთლები და სხვადასხვა საგნები ისროლეს.
ამჟამად ,,დილა'' ეროვნული ლიგის ლიდერია. 17 თამაშში დაგროვებული
აქვს 38 ქულა, შემდეგ მოდის ქუთაისის ტორპედო - 32 ქულით; შემდეგ
,,იბერია 1999'' - 32 ქულით; დინამო ბათუმს კი 30 ქულა აქვს.
სტატიის გამოყენების პირობები