ახალი ამბები
გორში განახლებული ,,ახალბაღი'' ოფიციალურად 2024 წლის 1 ივნისს გაიხსნება
გორის კულტურისა და დასვენების პარკი "ახალბაღი" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - 1 ივნისს საზეიმოდ გაიხსნება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მოეწყობა.

ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება, სადაც მოსულ სტუმრებს დახვდებათ:

12:00 – 21:00 - ბავშვთა გასართობი სივრცეები, ანიმატორები, მულტფილმის გმირები.

12:00 – 18:00 - ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა - გაყიდვა.

12:00 – 20:00 - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

12:00 – 21:00 - სამაგიდო თამაშები, სახეზე მოხატვა

14:00, 16:00 - თოჯინების თეატრი

12:00 – 18:00 - სპორტული აქტივობები: ფეხბურთი, კალათბურთი, ქართული ტრადიციული თამაშები, სკეიტების ჩვენება.

12:00 – 18:00 - ნაყინის გამოცხობის მასტერკლასი, ნაყინი უფასოდ.

12:00 – 21:00 - ატრაქციონები

12:00 – 21:00 – ნახატების გამოფენა.

20:00 - გალაკონცერტი - ოთო ნემსაძე და ჯგუფი „LIMBO”

,,ახალბაღის'' რეაბილიტაციისთვის თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. 8.9 მლნ-იანიანი პროექტის განხორციელება 3 წლის წინ დაიწყო. შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანია ,,ავარდს'' 8,2 მლნ ლარი  გადაურიცხეს.

სამუშაოები 2021 წლის ივნისში დაიწყო და 2022 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 220-ს მიაღწია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები