ახალი ამბები
ცხინვალის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება.

უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი".

,,ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

სხვა დეტალები უცნობია. ინფორმაცია არ გაუვრცელებია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიასაც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები