ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანში მოსახლეობას საქონელი დაეხოცა ჩამოწყვეტილი სადენების გამო
ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანში მოსახლეობას საქონელი დაეხოცა
ჩამოწყვეტილი სადენების გამო.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
ცნობით, ძროხები იმ ადგილას ძოვდნენ, სადაც ტრანსფორმატორი დგას.
სადენები, ოფიციალური უწყების წარმომადგენლის აზრით, წინა დღით,
ქარიან ამინდში ჩამოწყდა.
სტატიის გამოყენების პირობები