რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში ავტობუსი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა - კლინიკაში მძღოლი და კონტროლიორი გადაიყვანეს
გორში, ლურჯი ავტობუსი გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა. საავადმყოფოში მძღოლი და კონტროლიორი გადაიყვანეს.

შემთხვევა გუშინ, 9 ივლისს მოხდა.

კონტროლიორი, შეჯახების შემდეგ, წაიქცა, რის გამოც იგი წელის არეში ტკივილებს გრძნობდა. როგორც ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, კონტროლიორს ტკივილები ნოპერაციები ადგილზე დაეწყო. 

რაც შეეხება მძღოლს, მას სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმებმა მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირეს. სააგენტოში აცხადებენ, მძღოლმა ავარიის გამო ინერვიულა.

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჯირკველიშვილის ცნობით, ორივე თანამშრომელი დღეს სახლში იმყოფება.

მისი ინფორმაციით, ჯერ გამოკვლეული არაა კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხი.

,,ავტობუსი ამჟამად საჯარიმო სადგომზეა, თუ დაიწყება ფაქტზე გამოძიება, ავტობუსი დარჩება საჯარიმოზე, თუ არა და ორ-სამ დღეში გამოგვატანენ'' - გვითხრა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რესტორანში იმყოფებოდნენ გორი-ატენისა და რუის-ურბნისის ეპარქიების
წინამძღვრებიც.

რესტორანში იმყოფებოდნენ გორი-ატენისა და რუის-ურბნისის ეპარქიების წინამძღვრებიც.

19:55 / 21.09.2024
რუსული ზეთით საბავშვო ბაღები კომპანია ,,პრემიუმ ხარისხს'' უნდა
უზრუნველეყო.

რუსული ზეთით საბავშვო ბაღები კომპანია ,,პრემიუმ ხარისხს'' უნდა უზრუნველეყო.

17:56 / 20.09.2024
სამი ფაქტიდან ერთი ვალის დაბრუნების სანაცვლოდ მანქანის გატაცებას
უკავშირდება, ხოლო ერთი - ეკლესიისთვის შეწირული თანხის ამოღებას.
სამი ფაქტიდან ერთი ვალის დაბრუნების სანაცვლოდ მანქანის გატაცებას უკავშირდება, ხოლო ერთი - ეკლესიისთვის შეწირული თანხის ამოღებას.
22:38 / 19.09.2024
გახსნა დაგეგმილია 12 ოქტომბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ტერიტორიაზე.

გახსნა დაგეგმილია 12 ოქტომბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ტერიტორიაზე.

18:19 / 19.09.2024
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო
ძალებმა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა
17:00 / 19.09.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.