ახალი ამბები
ბოძი შუა ტროტუარზე
გორში, კომბინატის დასახლებაში ბოძი შუა ტროტუარზე დაამონტაჟეს.

ამის შესახებ ფოტო სოციალურ ქსელში ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოაქვეყნა.

მისი ინფორმაციით, ეს ბოძი საფრთხეს უქმნის ქვეითად მოსიარულეებს, განსაკუთრებით ღამის საათებში.

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ბოძი აიღეს.

როგორც ,,ქართლის ამბებმა'' გაარკვია, 2024 წლის სექტემბრის დასაწყისში გორში საგზაო ნიშნები კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა განაახლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები