ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებისკენ მოუწოდა
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საჭიროა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გამარტივეს.

,,26 ოქტომბერი ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე. დღეს არჩევანი ერთია - ან ევროპა, ან რუსეთი. ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმოთ.''

,,მე ჩემ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ. ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას.

,,საჭიროა კიდევ ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივითო. საჭიროა პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყევეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამისი მჯერა. მე მზად ვარ, როგორც ნეიტრალურმა მხარემ, ამ პროცესს ხელი შევუწყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის გუნდებმა, როგორც პროევროპულმა ძალებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს გუნდებია ყოფილი პრემიერის პარტია ,,საქართველოსთვის'' და მამუკა ხაზარაძის კოალიცია ,,ძლიერი საქართველოსთვის''

"გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის (ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის) ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ", - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა 17 სექტემბრისთვის "ლელო საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ათონელის რეზიდენციაში მიიწვია მოლაპარაკებების დასასრულებლად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს იმართება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები