ახალი ამბები
ქიწნისში მოსახლეობას საქონლის სადგომის დანგრევას სთხოვენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სკვერის მოწყობა დაიწყეს, თუმცა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ჩივის, რომ ადგილზე საქონლის სადგომი და მაცივრები დახვდა.

კომპანია ,,ალონისის'' წარმომადგენელმა მერიას მიმართა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ტერიტორია ზედმეტი ნაგებობისაგან გაანთავისუფლონ.

როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა მაკედონ ანანიკოვმა გვითხრა, მაცივარი უკვე გაიტანეს, საქონლის სადგომი კი ისევ დგას:

,,მე ვმუშაობ ჩვეულებრივ, მაცივრები გაიტანეს, ბოსელი ისევ დგას'' - ამბობს ანანიკოვი. მან გორის მერი გააფრთხილა, რომ ვიდრე ბოსელი არ დაინგრევა, მანამდე მუშაობას ვერ გააგრძელებს.

სკვერის მოსაწყობად 200 000 ლარი იხარჯება, სამუშაოები ივლისში დაიწყო და 2024 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს. პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები