რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხაშურის მერიის წინააღმდეგ საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანეს
ხაშურის #35 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანეს. საჩივრის მიხედვით, ხაშურის მერიამ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმები.

საქმე ეხება შოლას ადიდების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის ფაქტს წინასაარჩევნო პერიოდში. მდინარე შოლამ ხაშურის მოსახლეობა 8 თვის წინ, 2024 წლის თებერვალში დააზარალა.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის განკარგულებით, თითო ოჯახზე გაიცემა კომპენსაცია 2000 ლარის ოდენობით.

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თანხა უნდა გაცემულიყო იმ დროს, როდესაც მოსახლეობა დაზარალდა. წინასაარჩევნო პერიოდში კი ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების გაცემა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გულისხმობს მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ.

ამის გამო, იურისტი თამუნა მენამდე ითხოვს როგორც განკარგულების გამცემის, ასევე, ხაშურის მერიის კონკრეტული პირის სამართალდამრღვევად ცნობას, რომელმაც მერიის ოფიციალურ გვერდზე ეს ინფორმაცია გაავრცელა, როგორც დაპირება.

თამუნა მენამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, ამის გამო, მმართველი პარტიის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს ნაციონალურმა მოძრაობამ თანხების გაცემა შეაჩერა. საჩივარში კი განკარგულების შეჩერება არაა მოთხოვნილი.

ის, რომ მმართველი პარტია კომპენსაციების გაცემის თემას წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებს, ამის მტკიცებულება ,,ქართლის ამბებს'' აქვს გადაღებული.

ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა ამომრჩევლებს, სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის დროს განუცხადა, რომ დაზარალებული მოსახლეობა მიიღებს ამ თანხას. თანაც დაამატა, რომ კომპენსაციების გაცემა არ ხდებოდა იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო:

,,აი, ნახეთ, ჩვენ იმათგან განსხვავებით, ვეხმარებით მოსახლეობას. როცა სტიქია იყო 2011 წელს, მაშინდელი მთავრობა არ ეხმარებოდა ხალხს, ჩვენ კომპენსაციასაც გადავუხდით, თან ამ პრობლემას მოვაგვარებთ'' - უთხრა ხაშურის მერმა მხარდამჭერებს ლომოურისა და თაყაიშვილის ქუჩაზე შეკრებილებს.

,,ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელი ხაშურში ეკა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოქტომბრის თვეში კომპენსაციების გაცემა სწორედ წინასაარჩევნოდ ხმების მიღების მიზანს წარმოადგენს:

,,თებერვლიდან მოყოლებული დღემდე საკრებულოს სხდომებზე ვითხოვდი, რომ ამ ხალხს დახმარებოდნენ. ამაზე სულ მპასუხობდნენ, რომ სჯობს ეს თანხა შოლას გაწმენდას მოვახმაროთ, ვიდრე ფული დავარიგოთო. დღეს, წინასაარჩევნოდ დასჭირდათ ხალხის გულის მოგება და ამიტომაც გასცემენ კომპენსაციას. ხალხმა სესხები აიღო იმისათვის, რომ დაზიანებული სახლები აღედგინათ, ტექნიკა შეეძინათ და ა.შ.'' - ამბობს ეკა პაპუაშვილი.

საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განკარგულებით ირკვევა, რომ ფულად დახმარებას მიიღებს 397 ოჯახი. ჯამში 800 000 ლარამდეა გათვალისწინებული. 7 ოქტომბრის მდგომარეობით, დაზარალებულთა რაოდენობა 397 ოჯახი იყო. წინასაარჩევნო შეხვედრებზე კი ხაშურის მერმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ შეიტანონ განცხადება მერიაში. რამდენიმე მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზოგმა მიიღო თანხა, ზოგმა არა. გადააჭარბა თუ არა თანხის მიღების მსურველთა რაოდენობამ, ეს ჯერ მედიისთვის უცნობია.

ხაშურის საოლქო კომისიაში ჯერ სხდომა არ გამართულა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ვასილისა ჯაბახიძის წინააღმდეგ საჩივარი 11 ოქტომბერს შეიტანა
ვასილისა ჯაბახიძის წინააღმდეგ საჩივარი 11 ოქტომბერს შეიტანა "რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის" თავმჯდომარემ
13:43 / 22.10.2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის გზაზე საქართველოს
ფოსტის მანქანას ავარია შეემთხვა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის გზაზე საქართველოს ფოსტის მანქანას ავარია შეემთხვა.

14:18 / 21.10.2024
კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას არასრულწლოვანთა
ინტერესები
კანონი მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას არასრულწლოვანთა ინტერესები
14:55 / 19.10.2024
ამის გამო, მდინარე ლიახვის სანაპიროს გარკვეული მონაკვეთზე მოძრაობა
შეიზღუდა.
ამის გამო, მდინარე ლიახვის სანაპიროს გარკვეული მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა.
14:20 / 19.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ავტობანზე ქვეითად
გადადიოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ავტობანზე ქვეითად გადადიოდა.
12:58 / 19.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.